ისტორია:

•ქარხანა ააშენა ესპანურმა კომპანიამ „Cegasa“-მ, ადრეულ 80-იან წლებში და იგი განიხილებოდა ელექტროლიტური მანგანუმის დიოქსიდის ერთადერთ მიმწოდებლად  „ელემენტების“ ინდუსტრიისათვის, საბჭოთა კავშირის მასშტაბით.

•საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, „EMD“ -მა შეაჩერა წარმოება, საბჭოთა კავშირში ყველა „ელემენტების“ ქარხნის დახურვის გამო.

•1990-იანი წლებიდან, კომპანიამ დაიწყო დაფქვილი ნატურალური მანგანუმის დიოქსიდის, საკვები ხარისხის მანგანუმის ოქსიდისა და მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის წარმოება და გაყიდვა მსოფლიო მასშტაბით.

•2007 წლიდან, კომპანია “MnChemical Georgia LLC” კონცენტრირებულია 2 ძირითადი პროდუქტის წარმოებაზე:

1.  მანგანუმის ოქისიდი (60-62% Mn), ცხოველთა კვებისათვის განკუთვნილი მინერალური დანამატი;

2.  მანგანუმის დიოქსიდი (MnO2 75-80%),რომელსაც ძირითადად გამოიყენებენ აგურის წარმოებაში ფერის პიგმენტად, მინასა და კერამიკაში, შედუღების ელექტროდების წარმოებაში, „ბატარეებში“, წყლის დასუფთავებისთვის და ა.შ.

•თითოეული პროდუქტის ამჟამინდელი საწარმოო მოცულობაა - 10 000 ტონა წელიწადში.